среда, 19 июля 2017 г.

რეფლექსია მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს  დავასრულე  ჩემი პროექტის  გეგმა.  გავითვალისწინე ტრენერის  რჩევები,  შევიტანე  შესწორებები, ავტვირთე დრაივზე  დამხმარე  მასალა  ,
 სურათები ,  პრეზენტაცია ,  პრეზენტაციის  ჩეკლისტი.
  ტრენინგი  იყო  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი ,  შევაჯამე  მიღებული  ცოდნა.  მიხარია    და  კმაყოფილი  ვარ  , რადგან    ყოველივე  ეს  გამომადგება  ჩემს  სასწავლო  პროცესში.

воскресенье, 16 июля 2017 г.

რეფლექსია მერვე დღე

ტრენინგის  მერვე  დღე  საკმაოდ  დატვირთული    და  საინტერესო  იყო.  სლაიდების  შექმნა ,  პრეზენტაციების  მომზადება,საინფორმაციო  ბუკლეტების,  ბუკლეტების  მომზადება, დრაივზე  ატვირთვა ,  პორტფოლიოს პრეზენტაცია- ეს  ყველაფერი   მნიშვნელოვანი  და  საინტერესოა.

суббота, 15 июля 2017 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

ტრენინგის  მეშვიდე  დღე   იყო  ნაყოფიერი, მრავლის  მომცველი  და  საინტერესო.  ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე,  სპეციალური  საჭიროების  მქონე  ბავშვებთან, არაინგლისუროვან   მოსწავლეებთან,  მაღალი   აკადემიური  მოსწრების   მოსწავლეებთან, თუ  როგორ  უნდა  ავტვირთოთ  ბლოგზე  ჩვენი  პორტფოლიო.

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 2 июля 2017 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

ტრენინგის  მეოთხე დღე  უფრო  მეტად საინტერესო ,  მნიშვნელოვანი   და  ნაყოფიერი  იყო.  ვისაუბრეთ პროექტის  გეგმის  მიზნებზე  და  სტანდარტებზე ,  მიმართულების მიმცემ   საკვანძო სიტყვებზე, რისთვის  გამოიყენება  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო   სიტყვები,  როგორ  ეხმარება  მოსწავლეებს  ზოგადი  კითხვები,   რა  განსხვავებაა ზოგად,  თემატურ  და    შინაარსობრივ  კითხვებს  შორის.

суббота, 1 июля 2017 г.

რეფლექსია მესამე დღე

ტრენინგის  მესამე  დღე  იყო  ნაყოფიერი.  ვისაუბრეთ  ბლოგის  წაშლა / შენახვის  შესახებ  და  სხვა  ტექნიკურ  საკითხებზე.,ვისაუბრეთ  პროექტის  გეგმების  , პროექტის   შინაარსის  შესახებ,  გავითვალისწინეთ  რჩევები  და  შევიტანეთ  ცვლილებები.  საყურადღებო  და  გასათვალისწინებელი  იყო  საუბარი  პროექტის გეგმის  მიზნების   შესახებ.   

суббота, 24 июня 2017 г.

რეფლექსია მეორე დღე

ტრენინგის  მეორე  დღე  საინტერესო  და  სიახლეებით  დატვითული  დღე  იყო. ვისაუბრეთ  პროექტების  შესახებ,  ჩამოვაყალიბეთ  იდეები  თუ  რის  შესახებ  შეიძლება  პროექტის  შექმნა, როგორ შეიძლება  მათი  დაგეგმვა,  რა  რესურსები  შეიძლება  გამოვიყენოთ,  რა როლი  უნდა  შეასრულოს  მასწავლებელმა  და   მოსწავლემ პროექტის  მომზადების  დროს.
   ტრენინგზე ვისაუბრეთ  ასევე  მასალების  დაარქივებაზე, დრაივერზე  საქარალდეების ატვირთვაზე  და  განვიხილეთ  ჩვენი  საპროექტო   იდეები.

пятница, 23 июня 2017 г.

რეფლექსია პირველი დღე

                             
ტრენინგის   პირველი  დღე  იყო   სასიამოვნო . გავეცანით  სხვადასხვა  რესურსებს,   პროექტების  შექმნას ,  მათი გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში  , ვისწალეთ    საკუთარი  ბლოგის შექმნა , მისი  დიზაინი , რომელიც  ჩემთვის  სიახლეს  წარმოადგენდა. ინტელის  ტრენინგი  საინტერესოდ  მიმდინარეობდა.